Saturday, October 17, 2009

გ. ლეონიძე "ყივჩაღის პაემანი"

1. გაკვეთილის თემა: გ. ლეონიძის “ყივჩაღის პაემანი”
2. სწავლების საფეხური და კლასი: საშუალო, XI კლასი
3. საგანი/ინტეგრირებული საგნები: მასწავლებლის სახელი, გვარი: ქართული ენა და ლიტერატურა – გვანცა გოგალაძე
4. მოსწავლეთა რაოდენობა: 31 მოსწავლე, შერეული ჯგუფი, საშუალო დონე
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი: 0
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები:(საგნების მიხედვით)

ქართული:

1.გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ წერილობითი ინფორმაციის წაკითხვა-გააზრების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
2.ორ სხვადასხვა ნაწარმოებში მათთვის სასურველი ინფორმაციის მოძიება და ერთმანეთთან დაკავშირება;
3.გამოიყენონ კითხვის ძირითადი სტრატეგიები, კრიტიკული კითხვა, ლექსიკონზე მუშაობა. უყალიბდებათ მოსმენისა და საკუთარი აზრის გადმოცემის უნარ-ჩვევები. ასევე ინფორმაციისა და საკუთარი აზრის გადმოცემის უნარი.

ისტ მიზნები

მოსწავლეები დაეუფლონ ისტ გამოყენებას მათ წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად.

7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:

ქართული
მიმართულება: ზეპირი მეტყველება
ქართ. XI. 1
საუბრობს კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტები, ფრაგმენტები ინტერვიუდან, სტატისტიკური მონაცემები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი, აუდიო და ვიზუალური მასალა და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
ქართ. XI. 2.
ისმენს გამოსვლებს, მათში გამოთქმულ მოსაზრებებს, ახალ ინფორმაციას, დოკუმენტურ მასალას და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას, თუ რამდენად დამაჯერებელია მათში გამოთქმული ჰიპოთეზები და ვარაუდები;
გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს მსგავსება-განსხვავებას;
ქართ. XI. 3.
ამოიცნობს და იყენებს ზეპირი ენის რიტორიკულ საშუალებებს: ამა თუ იმ პიროვნების ან ფაქტის შთამბეჭდავად დახასიათება, დამაჯერებელი არგუმენტაციით მსმენელის დარწმუნება, კონკრეტული მოვლენის ან პიროვნების განსჯა (გამართლება / გამტყუნება, გამამართლებელი / გამამტყუნებელი არგუმენტის ან საბუთის მოძიება და წარმოდგენა, მოსმენილი ტექსტის ფარგლებში ტყუილის დადგენა და გამოაშკარავება);
არ არის ზედმეტად კატეგორიული და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვისას იყენებს ისეთ ფრაზებს, რომლებიც მრავალმხრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობაზე მიანიშნებს: `მეორე მხრივ...~, `თუმცაღა...~, `შესაძლოა...~, `დაგეთანხმებით, მაგრამ...~, `მიუხედავად ამისა~...

მიმართულება: კითხვა
ქართ. XI. 5.
ადარებს ერთი და იმავე თემების, იდეების, პრობლემების ინტერპრეტაციას სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში და მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე;
აფასებს ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამ ეპოქისავე კულტურული კონტექსტის მიხედვით;
ქართ. XI. 8.
განსაზღვრავს კითხვის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიას
მონიშნავს ნაწარმოებში ეპოქისათვის დამახასიათებელ ლექსიკას და ისტორიულეთნოგრაფიული ყოფისთვის დამახასიათებელ პასაჟებს;
განიხილავს ეპოქის შესახებ მისთვის ნაცნობ ინფორმაციას ამავე ეპოქის ნაწარმოებთან მიმართებით და ჩამოწერს საკითხებს, რომელთა დაზუსტებას, უკეთ გაცნობას ისურვებდა მომავალში;
იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას შესწავლითი კითხვის დროს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად (კონტექსტი, სიტყვათა აგებულების ცოდნა, ლექსიკონი);
ქმნის ლექსიკონს სიტყვათა მარაგის გასამდიდრებლად.

მიმართულება: წერა
ქართ. XI. 14.
• განსაზღვრავს მიზანს, აუდიტორიას და ამის შესაბამისად ირჩევს სტრატეგიას;
• გეგმავს და წერს შავ ვარიანტს;
• წერილობითი ტექსტის შესაქმნელად წინასწარ მოიპოვებს დამხმარე მასალას;
• აყალიბებს სათქმელს თანამიმდევრობით;

8. თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო).

აქტივობა პირველი (გამოწვევა _ 3 წთ)
მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს, რომ წინა გაკვეთილზე დაასრულეს მუშაობა ა. სულაკაურის მოთხრობაზე “ზევით და ქვევით”. შეკითხვა: თუ გახსოვთ, რა დასკვნა გამოიტანეთ გოგისა და ლიას ურთიერთობის შესახებ?
მოსწავლეთა სავარაუდო პასუხი იქნება, მათი სიყვარული წლების მანძილზე გრძელდებოდა, ბედნიერი დასასრული არ ჰქონია.
შეკითხვა: რა იყო ამის მიზეზი?
სავარაუდო პასუხი: თითქოს ხელისშემშლელი არც არაფერი ყოფილა, მაგრამ ლია და გოგი პიროვნული თვისებებით იმდენად განსხვავდებოდნენ ერთმნეთისაგან, რომ ვერ შეძლეს ამის დაძლევა. ფაქტიურად, თვითონვე იქცნენ საკუთარი სიყვარულის დაბრკოლებად.
სანამ ლექსის ანალიზზე გადავალთ, მოდით გავიხსენოთ რა გვახსოვს გიორგი ლეონიძის ბიოგაფიიდან და შევავსოთ პლაკატზე მოცემული სქემა.
რა ვიცი რა მინდა ვიცოდე რა გავიგე


პირველ ორ სვეტს შევავსებთ გაკვეთილზე, მესამე სვეტს შემდეგი ორი გაკვეთილის მანძილზე შევავსებთ და შევაჯამებთ თემის ამოწურვისას.

აქტივობა მეორე: ახალი მასალის გაცნობა _ 4 წუთი
მოდით, ახლა მოვუსმინოთ გ. ლეონიძის ლექსის “ყივჩაღის პაემანის” აუდიო ჩანაწერს, რომელსაც თავად ავტორი კითხულობს, და მივადევნოთ თვალი ტექსტს.
შეგვიძლია გადავშალოთ სახელმძღვანელოები გვ. 61-ზე და ყურადღებით წავიკითხოთ ლექსი და გაკვეთილის ბოლოს შევეცადოთ, მოვძებნოთ საერთო ამ ორ ნაწარმოებს შორის. (მოსწავლეები უსმენენ აუდიო ჩანაწერს. დაფაზე ხმის პარალელურად ჩანს საპრეტეზანციოდ მომზადებული ტექსტი)
აქტივობა მესამე: ჯგუფებში მუშაობა _ 5 წთ.
კლასი იყოფა 8 ჯგუფად და თითოეულს დასამუშავებლად ეძლევა ერთი სტროფი. მათ უნდა მოიძიონ ადგილები, სადაც რაიმე ინფორმაციის ამოკითხვა შეიძლება, ან გრმატიკული თვალსაზრისით საყურადღებოა. ლექსიკონზე იმუშავებს მერვე ჯგუფი. ჯგუფები განაწილებულნი არიან კომპიუტერებთან და საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ უცხო სიტყვათა განმარტება, ან გეოგრაფიული და ისტორიული მასალა მოიძიონ ინტერნეტის საშუალებით. დაფაზე წინასწარ წერია საიტები, რომლბიც, სავარაუდოდ, დასჭირდებათ მოსწავლეებს.

www.google.ge
www.ka.wikipedia.org

კლასში იქნება სულხარ-საბა ორბელიაბის “სიბრძნის კონა” და ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი.
ჯგუფებს დაურიგდებათ წინასწარ გამზადებული და ამობეჭდილი ფურცლები, რომლებზეც T-სქემაა მოცემული და უნდა შეავსონ ისინი.

აქტივობა მეოთხე: პრეზენტაცია _ 20 წთ (დაახ. 3-3 წთ)
ჯგუფის პრეზენტატორები წარმოადგენენ შევსებულ სქემებს. პრეზენტაციის შემდეგ უპასუხებენ შეკითხვებს.

აქტივობა მეხუთე: შეჯამება (5 წუთი)
მასწავლებელს დასასრულისაკენ მიჰყავს მსჯელობა და სვამს კითხვებს სავარაუდო პასუხების გათვალისწინებით:
-რატომ აფრინდა გნოლი ყურღანებიდან?
-ყურღანი, იგივე ყორღანი, მიცვალებილთა სამარხია. გნოლი ცოცხალი ფრინველია. თითქოს რაღაც გაცოცხლდა იმ სამარხში.
-რა გაცოცხლდა, შეიძლება ლექსიდან დავასკვნათ?
-ყივჩაღი და მისი სიყვარული.
-რატომ ეძახის ყივჩაღი სარტფოს 1000 წლის მერე?
-იმიტომ რომ დავით აღმაშენებელმა ისინი 1000 წლის წინ ჩამოასახლა საქართველოში.
-რატომ ახსენებს “რუსთაველის ზაფხულს” და “ვარისფურცლობის ნიშანს”?
-რუსთაველმა მარადიულ, საზეო სიყვარულის შეასხა ხოტბა და ტარიელისა და ნესტანის შეხვედრაც ზაფხულის მიწურულს, ვარდისფურცლობის დროს მოხდა. გ. ლეონიძემაც ამ სიმბოლოებით ხაზი გაუსვა ყივჩაღის მარადიულ სიყვარულს სატრფოს მიმართ.
-რატომ დაიღუპა ყივჩაღი?
-ამაზე თვითონ გ. ლეონიძე პასუხობს “მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად” ყივჩაღები დღეს, ისინი გაითქვიფნენ ქართველებში, აღარც მათი ტრადიციებია შემორჩენილი.
-დავუბრუნდეთ გაკვეთილის დასაწყისს, თუ აქვს რამე საერთო ამ ლექსს ა. სულაკაურის მოხრობასთან?
-ყივჩაღის სიყვარული 1000 წელი გრძელდებოდა, მაგრამ ბედნიერი დასასრული არც მას ჰქონია.
-საიდან დაიწყო ეს სიყვარული 1000 წლის წინ და რა დაედო საფუძვლად გ. ლეონიძის ამ ლექსს, ამას მივხვდებით, თუ ეპიგრაფს მივაქცევთ ყურადღებას.


აქტივობა მეექვსე: საშინაო დავალება _ 3 წთ
მასწავლებელი წაუკითხავს ხალხურ “მუხრანულსა” და გ. ჩოხელის ლექსს “მე და ყივჩაღი”. მოსწავლეებს დაურიგდებათ წინასწარ ამობეჭდილი ეს ლექსები. სახლში ყურადღებით უნდა გაეცნონ სამევე ლექსს და შემდეგ გაკვეთილზე შეეცდებიან მოძებნონ საერთო მათ შორის. სასურველია, თუ გ. ლეონიძის “ყივჩაღის პაემანს” ისწავლიან ზეპირად.
გაკვეთილს ვასრულებთ გიორგი ლეონიძის ფოტოების მიხედვით აწყობილი პატარა კლიპით, რომელსაც ფონად მის მიერვე წაკითხული “ყივჩაღის პაემანი” უდევს. ასე, რომ კიდევ ერთხელ მოვუსმენთ ამ ლექსს


9. შეფასება:
მოსწავლეები შეფასდებიან ჯგუფური მუშაობის სპეციფიკიდან გომომდინარე


10. საკლასო მენეჯმენტი _საგანმანათლებლო რესურსები
ტექნიკა და ინსტრუმენტები:კომპიუტერი, პროექტორი,საწერი ქაღალდები, კალმები, საბეჭდი მოწყობილობა, დამატებითი საკითხავი მასალა წინასწარ ამობეჭდილი.
ინფორმაციის წყარო:
სახელმძღვანელო: “ქართული ენა და ლიტერატურა” , თ. ვასაძე, გამომცემლობა “დიოგენე”
საიტები: www.google.ge
www.ka.wikipedia.org
ლექსიკონები: სულხან_საბა ორბელიანის “სიტყვის კონა”, “ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი”
პროგრამები: Word, PPT, Moviemaker, Gomplayer.
გაკვეთილი ტარდება კომპიუტერულ ლაბორატორიაში.

თბილისის უბნები და თბილისი პოეზიში



1.
პროექტის სახელი: თბილისის უბნები და თბილისი პოეზიაში
2.
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიანთბილისის უბნების მოკლე ისტორიას და თბილისისადმი მიძღვნილ ლექსებს.
3. პროექტის სრული აღწერა:

მნიშვნელობა/აქტუალურობა

პოექტი მოსწავლეებს დაეხმარებათ უფრო მეტად გაიცნონ თბილისი. ამ მიზნის მისაღწევად მათ უნდა მოიძიონ როგორც ისტორიული, ასევე ლიტერატურული მასალა. მათ ჩამოუყალიბდებათ კვლევა-ძიების, მასალის თემატურად შერჩევისა და დალაგების უნარი. შექნმიან თბილის უბნების მცირე ელექტრონულ ლექსიკონს და საიტს მოძიებული მასალით.


რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ

მოსწავლეებს შეუძლიათ მასალის მოპოვება ელექტრონული გზით, ბიბლიოთეკაში მუშაობის მარტივი წესები. იციან რამდენიმე პოეტი, რომელთაც თბილისის შესახებ აქვთ შქქმნილი პოეტური ნაწარმოებები.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესუსები

ქართველ პოეტთა კრებულები;

თბილისის უბნები“;

საძიებო საიტები: www.google.ge

www.interes.ge

ლიტერატურული საიტები: www.lib.ge

www.litetatura.iatp.ge

www.poezia.ge

ელ. ენციკლოპედია: www.ka.wikipedia.org

ფოტოაპარატი;

კომპიუტერი;

პროგრამები: Word, PPT, FrontPage, PhotoShop.



4. მონაწილეთა ასაკი: Xl კლასის მოსწავლეები
5. ვადები/ხანგრძლივობა: 4-5 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა; მოძიებული ინფორმაციის განხილვა, პრეზენტაციის გაკეთება, გამოფენის მოწყობა. ვებ- გვერდის გაკეთება. პრეზენტაცია
7. მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:

მოსწავლეებს გავუღვიძოთ კვლევის სურვილი და უნარი;

სამუშაოს დაგეგმა და დროში გაწერა;

გამოუმუშავდებათ ჯგუფში თანამშრომლობისა და აზრთა გაცვლა-გაზიარების უნრი;

მოპოვებული მასალის შეჯამება და თემატურად დალაგება;

საბოლოო შედეგი ნათელი გახდება მასალების მიხედვით ელექტრონული ვერსიის (საიტის) შექმნისა და პრეზენტაციის შემდეგ.


8. სარგებელი სხვებისათვის:

თავმოყრილი იქნება მასალა თბილისის უბნებისა შესახებ. ასევე ქრონოლოგიის დაცვით ერთად განთავდება თბილისის შესახებ პოეტური ნაწარმოებები და მსურველებს გაუადვილდებათ მოძებნა


9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ლიტერატურა, ხელოვნება, ისტორია

ესგ-ს მოთხოვნები:

ქართ. XI. 1. მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.

ქართ. XI. 4. მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.

ქართ. XI. 5. მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა პერიოდის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეების და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

ქართ. XI. 12. მოსწავლე წერს სხვადასხვა ხასიათის არამხატვრულ ტექსტებს.

ქართ. XI. 13. სხვადასხვა ტიპის ტექსტების შესაქმნელად მოსწავლე ადეკვატურად იყენებს სათანადო ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს.ქართ.


11. მონაწილეები სხვა სკოლიდან:
12.
პროექტის ფასილიტატორი: გვანცა გოგალაძე
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: gvanca78@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: gvancagogaladze@blogspot.com